ციხისძირში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი „პეტრა სი რეზორტი“ აშენდება. კომპლექსი 42 შენობას მოიცავს. ცენტრალურ შენობაში კი 150-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე, ყველაზე მაღალ 54-სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს. „პეტრა სი რეზორტის“ მხოლოდ 30%-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.
სტუმარი: თინა კალანდარიშვილი - „პეტრა სი რეზორტის“ წარმომადგენელი;