მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს VR Shekvetili-ის “მწვანე არქიტექტურა”? - ბექა ფაშალიშვილის განმარტება

VR Shekvetili

VR Holding-ი შეკვეთილში პროექტ “VR Shekvetili Forest Beach by Paragraph”-ს ახორციელებს, რომელიც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ეკოლოგიური თვისებებით გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტზე გაშენდება. პროექტის უპირატესობებზე VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფაშალიშვილი საუბრობს.

“პროექტი უნიკალურია თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, 40 ჰექტარს მოიცავს და აქვს კერძო სანაპირო ზოლი - 1200 მეტრი ქვიშის სანაპირო. ტერიტორიის განვითარება ფაზებად დაიყოფა. ამ ეტაპზე პირველი ფაზის სამუშაოები დაწყებულია და 2025 წელს დასრულდება, ყველა ბინა დამსვენებელს სრული რემონტითა და ავეჯით ჩაჰბარდება”, - აღნიშნავს ბექა ფაშალიშვილი.

მისი განმარტებით, პროექტი ე.წ. “მწვანე არქიტექტურას” ითვალისწინებს, რაც ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა ელექტრომობილებისთვის და ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარება.

“აღსანიშნავია ის, რომ ეს არის ე.წ. “მწვანე არქიტექტურა”, რაც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორებიცაა სივრცეების სწორად გადანაწილება, მანძილები შენობებს შორის და შიდა გზების ინფრასტრუქტურა, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ელექტრომანქანებით და ელექტროსკუტერებით. ასევე დამატებით მოეწყობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა.

კომპანია მუშაობს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებთან, რათა მოახერხოს იახტკლუბის განაშენიანებაც, რომელიც არა მხოლოდ სარელაქსაციო, არამედ გადაადგილების ფუნქციასაც შეასრულებს. ასევე, თუ იქნება ამის საშუალება, ვმუშაობთ ტერიტორიაზე ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარებაზე - ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელიც ამ ეტაპზე დგას და ეს ყოველივე არის მარგალიტი ჩვენი მომხმარებლების კარგი დასვენებისთვის”, - აცხადებს VR Holding-ის წარმომადგენელი.

VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პირველი ფაზის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება კი $600 მილიონს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები