მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს აჭარას ხელოვნური კუნძული? - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მოლოდინი

63135bf8eab34
ალა ისპირიანი
03.09.22 18:00
11238
"ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა იწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. წარმოდგენილ კონცეფციას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს - მათ შორისაა მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება, რაც ქალაქის განაშენიანების განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ხელს შეუწყობს.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ასევე დადებითად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, არამედ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდება და ადგილობრივ შრომის ბაზარზეც დადებითად აისახება“, - განმარტავს ქათამაძე.

შეგახსენებთ, ბათუმის სანაპიროზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული პროექტია ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თანაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. პროექტის მნიშვნელობას ადასტურებს მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რომლის შედეგად, ამ $100-მილიონიან მეგაპროექტს „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიენიჭა.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კონცეფციას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, მათ შორის მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება, რაც ქალაქის არსებული ჭარბი განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის კონცეპტუალურ მხარეზე მისი მშენებელი კომპანია განსაკუთრებით ზრუნავს, რადგან "ბათუმი აილენდის" ტერიტორიის შესაძლო ქაოსური განაშენიანება კომპანიის მესვეურებისთვის მიუღებელია. საინტერესოა ისიც, რომ ამ მიმართულებით პროექტში მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიც არიან ჩართულნი, მათ შორის Colliers International-ი, Yüksel Project International-ი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული დამგეგმარებელი კომპანია Arup-ი. ამგვარად, როგორც ბათუმი აილენდის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, პროექტის კონცეფცია დეტალური და გააზრებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები