რას მოუტანს საქართველოს სტატუსი და EU-სთან მოლაპარაკებების გახსნა? ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ წინ ევროსაბჭოს სხდომა და წევრი 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა. სწორედ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ შეეძლება საქართველოს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებები გახსნას. რა ფასი აქვს სტატუსს და რა სარგებლის მიღების შესაძლებლობა უჩნდება ამით ქვეყანას, ეს არის ის, რაც საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს აინტერესებს.