რას მოუტანს საქართველოს სტატუსი და EU-სთან მოლაპარაკებების გახსნა? ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ წინ ევროსაბჭოს სხდომა და წევრი 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა. რონდელის ფონდის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მყისიერად უნდა ველოდოთ, რომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი აიწევს, მეტად დაინტერესდებიან ინვესტორები საქართველოთი და ამის ხარჯზე მოხდება დასაქმების ზრდა და ეკონომიკური განვითარება. გარდა იმისა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას ეხსნება მეტი შესაძლებლობა ინვესტიციების მოსაზიდად, ამასთან საქართველოს ევროკავშირისგან მეტი ფინანსური დახმარების მიღება შეეძლება. ეს არსებული გათვლებით წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ევროა, რომელსაც ქვეყანა გრანტების სახით მიიღებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მთავარი ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის განცხადებით, სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველო ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ეხსნება წვდომა დაფინანსებაზე, თუმცა რა მოცულობის თანხებს მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან, მისი შეფასებით ეს დამოკიდებული იქნება რეფორმების ტემპზე.