მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს საქართველოს სტატუსი და EU-სთან მოლაპარაკებების გახსნა?

რას მოუტანს საქართველოს სტატუსი და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა? ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს. ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ წინ ევროსაბჭოს სხდომა და წევრი 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა. სწორედ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ შეეძლება საქართველოს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებები გახსნას.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველო მყისიერ შედეგს სტატუსის მიღებისთანავე დაინახავს. მაგალითად, რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ დონორული დაფინანსება, რასაც დღეს ისედაც იღებს საქართველო ევროკავშირისგან მინიმუმ გაორმაგდება და წლის განმავლობაში 300 მილიონ ევროს მიაღწევს. საუბარია ევროკავშირის რეგიონული განვითარების ფონდიდან სოლიდური დაფინანსების მიღების შესაძლებლობაზეც. რა ფასი აქვს საქართველოსთვის სტატუსის მიღებას და რა ფინანსური რესურსების მოზიდვა შეუძლია ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე?

სტუმარი: თენგიზ შერგელაშვილი - "საქართველოს განვითარების პლატფორმის” აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები