მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თბილისში ვიზიტი?

როგორც იცით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო 'ბრაიენი უკვე საქართველოშია. ამ დროის მონაცემებით ბრაიენი შეხვედრები დღეს, დღის განმავლობაში აქვს ჩანიშნული, იქნება არაერთი გზავნილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან. მან არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.

როგორც იცით,, ო 'ბრაიენი "ამერიკის ხმას" ესაუბრა საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრება შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს "რუსეთზე დაფუძნებული კანონების" მიღება. "თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, - არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ...", - თქვა მან.

სტუმარი: ბათუ ქუთელია - საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები