მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს ლოგისტიკის ინდუსტრიის გაციფრულება? - გიორგი ჯღარკავას განმარტება

63daa48d7342f
ალა ისპირიანი
01.02.23 21:37
1231
Translive-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ჯღარკავა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტავს, რას ნიშნავს და რა მოჰყვება ლოგისტიკის ინდუსტრიის გაციფრულებას.

მისი თქმით, ეს პროცესის ეფექტურ მართვას ნიშნავს, რაშიც მათ შორის დროის დაზოგვა და მომსახურების გამჭვირვალობა შედის.

„ეს ციფრული ხელსაწყოებით პროცესის გაცილებით ეფექტურად მართვას ნიშნავს. ეს ნიშნავს, ძვირფასი რესურსი - დრო დავზოგოთ. ჩვენს მომხმარებლებს ლოჯისტიკის გაციფრულებით იმის საშუალება ეძლევათ, რომ მათი თანამშრომლებით, იგივე რესურსით გაცილებით მეტი მოახერხონ. დაზოგონ ისეთ ძვირფასი დრო, რომელიც მაგალითად 1000 მეილის გადაგზავნაში იხარჯება.

ასევე ამას მოჰყვება პროცესის სრული ხედვა. რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ მომენტში პლატფორმის საშუალებით ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დაინახოს, რომელი ტვირთი სად არის - რომელია დატვირთვაზე, რომელი იცვლება და ა.შ.

გაციფრულების მესამე პლუსი ის არის, რომ პლატფორმა და ნებისმიერი ციფრული ხელსაწყო კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებას იძლევა. ჩვენ 2 000 -მდე ავტომობილი და 500-ზე მეტი პარტნიორი გადამზიდავი კომპანია გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ შეკვეთაზე შეგვიძლია ამდენ გადამზიდავს და მანქანას მივწვდეთ და კონკრეტული შეკვეთის შესახებ გავაგებინოთ, რაც დღეს კლასიკური მეთოდით ფაქტობრივად შეუძლებელია - ერთი ან რამდენიმე ადამიანი ყველასთან, ყველა შეკვეთაზე ვერ დარეკავს“, - განაცხადა გიორგი ჯღარკავამ.

შეგახსენებთ, რომ Translive-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს ლოგისტიკის დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების ციფრულ გადაწყვეტას სთავაზობს . Translive-ის მეშვეობით შესაძლებელია ტვირთის ადგილმდებარეობის მუდმივი ხედვა, შეუფერხებელი კომუნიკაცია დამკვეთს, გადამზიდავ კომპანიასა და მძღოლს შორის, რაც პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. რეგისტრაციის გარეშე, შესაძლებელია შეუზღუდავი წვდომა აქტუალური მარშრუტების საბაზრო ფასებზე.

პლატფორმა, "ბენე ჯგუფის", "კაიროს ლოჯისტიკის" და "ლემონდუ ბიზნესის" მიერ შეიქმნა და ახლა მას 168 კლიენტი კომპანია, 2 000-მდე ავტომობილით 570 გადამზიდავი ჰყავს. კომპანიის გასული წლის ბრუნვამ კი 6 მილიონი ლარი შეადგინა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები