მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობა სოციალური კაფე „სოციუმი“?

სოციალური კაფე „სოციუმი“, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, ბათუმში, ჟორდანიას ქ. N4- ში გაიხსნა. კაფე სოციუმი, სოციალური საწარმო მეწარმეთა განვითარების ცენტრის მიერ შეიქმნა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის ფარგლებში. თავად „სოციუმი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ფუნქციონირებს კაფე, მაღაზია და ტრენინგცენტრი. შესაბამისად, ერთ სივრცეში შესაძლებელია, შეიძინოთ ნატურალური, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ეკომეგობრული სუვენირები და ნაკეთობები, ხელოვნების ნიმუშები. ასევე, მეწარმეთა უნარების განვითარების მიზნით, დაჯავშნოთ სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ჩაატაროთ საინფორმაციო შეხვედრები, მასტერკლასები და სხვ. ღონისძიებები. გარდა ამისა, დღეს გიყვებით სოციალურ საწარმოებზე, რომელმაც რომელმაც 24 მაისს გაიმარჯვა მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმზე ბათუმში. საწარმომ თიბისის მიერ მხარდაჭერილ სი ეს არ ნომინაციაში გაიმარჯვა.

სტუმარი: ეკატერინე თარგამაძე - სოციალური საწარმო "მეწარმეთა განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე და სოციალური კაფე „სოციუმის“ თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები