„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ“ კანონის ფარგლებში 2020 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ახალი სსიპ-ი, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო მოქმედებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მიწის რესურსის აღრიცხვა, ბალანსის შედგენა, სტატისტიკის წარმოება, და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნაა. 2020 წლიდან დღემდე ამ სააგენტოს გიორგი მიშელაძე თავმჯდომარეობს. ის მანამდე კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. რას საქმიანობს დღეს მიწის მართვის სააგენტო?
სტუმარი: გიორგი მიშელაძე - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;