პრემიუმ ავეჯის მწარმოებელი ბრენდის პროექტებზე და უპირატესობებზე უნდა მოგიყვეთ საქმიანი დილის ბოლო ბლოკში… კომპანია Leta, რბილი ავეჯის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც უკვე 33 წელია აწარმოებს ავეჯს და დაგროვილმა გამოცდილებამ, ის გახადა უკონკურენტო პრემიუმ კლასის ავეჯის სეგმენტში. კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ახალი ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით უფრო მეტად დახვეწოს ავეჯი, შექმნას განსხვავებული და ტრენდული პროდუქტი, მუდმივ რეჟიმში მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები და რაც ყველაზე მთავარია, მის მიერ შექმნილი ავეჯი დიდხანს იყოს მომხმარებლის გამოყენების საგანი…