„საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაქმნილი „საპარტნიორო ფონდი“ საქმიანობას 10 სექტემბრიდან ოფიციალურად უკვე შეუდგა, თუმცა საინვესტიციო საქმიანობა ჯერ არ დაუწია. არსებული ინფორმაციით, საქართველოს განვითარების ფონდში ამ წუთებში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბორდი ფონდის მომავალი წლის სამოქმედო გეგმას და ბიუჯეტს განიხილავს. რა რესურსით აპირებს რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას, BMG ესაუბრა დავით საგანელიძეს, რომელიც საქართველოს განვითარების ფონდში უკვე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ინვესტირების დასაწყებად აქვს თუ არა ფონდს უკვე თანხმობა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან?