მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის მინიმალური ხელფასის დაწესება?

BM.GE
12.05.22 12:57
511
მინიმალური ხელფასების შესახებ კანონმდებლობა სხვადასხვა სახით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი შვეიცარიაშია და ის თვეში 3,800 დოლარის ექვივალენტს შეადგენს. საქართველო ამ ჩამონათვალის ბოლოშია, რადგან ოფიციალური მინიმალური ხელფასი 1999 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა და ის 20 ლარს შეადგენს. სწორედ 20 ლარის მინიმალური ხელფასი აქვს შრომის უსაფრთხოების ორგანზიაციას საქართველოსთვის მის სტატისტიკაში შეყვანილი, რაც აშშ დოლარებში $7-ს შეადგენს. ამაზე დაბალი მინიმალური ხელფასი მათი მონაცემების თანახმად, მხოლოდ 4 ქვეყანაშია, ესენია სიერა ლეონე ($6); რუანდა ($3); ბურუნდი ($2); უგანდა ($2).

საქართველოში 2021 წლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 1,328 ლარს შეადგენს, რაც ეროვნულ “მინიმალურ ხელფასთან”, ანუ 20 ლართან შედარებით 66.4-ჯერ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმისდა მიუხედავად არსებობს თუ არა ზოგადად მინიმალური ხელფასის შესახებ რაიმე ჩანაწერი, თავად შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე საშუალო შემოსავალი დაწესებულს მნიშვნელოვნად აღემატება.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის საკითხი არ მოგვარდება ისე ევროკავშირის წევრობა წარმოუდგენელია, რადგან ისინი ამას მოთხოვენ. თუმცა ეს ევროდირექტივა ნამდვილად არ არის, რადგან არსებობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რომლებსაც მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ აქვთ. ასეთია დანია, იტალია, კვიპროსი, ფინეთი და შვედეთი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე კითხვას რომელსაც ამ ეტაპზე ვავსებთ, მეორე ნაწილში კითხვა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს. რამდენად არის ეს გადამწყვეტი წევრობაზე და რას შეცვლის საქართველოს დასაქმების ბაზარზე მინიმალური ხელფასის დაწესება?

სტუმარი: ირაკლი პეტრიაშვილი - პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე; შოტა ტყეშელაშვილი - bmg ანალიტიკოსი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები