მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის "სამშენებლო ამნისტიის" კანონპროექტი?

BM.GE
25.02.21 11:58
900
თბილისის მერიამ "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც გასულ წელს მომზადდა და სამშენებლო მიმართულებით ამნისტიას ეხება. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია k1, k2, k3 პარამეტრი, ექსტერიერი, ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოხაზების რაოდენობა, ამ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი - თუმცა, მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება“, - განმარტა კალაძემ. მერის განმარტებით, პაკეტი, გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ასევე იცვლება ექსპლუატაციაში მირებული შენობებზე არსებული წესებიც. რა წერია კანონპროექტში, რის ხარჯზე და როგორ აპირებს დედაქალაქის მთავრობა არსებული ვითარების შეცვლას?

სტუმარი: სერგო ბირკაძე - თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები