მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

რას შეცვლის რეფერენტული ფასები ბაზარზე?

2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას მხარი პარლამენტმა გასულ კვირას დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000-1200 მედიკამენტს შეეხება, რომელთა შორის ქრონიკული დაავადების და ავთვისებიანი სიმსივნის დროს სამკურნალო მედიკამენტები იქნება.

რეფერენტული ფასების დაწესება მთავრობამ 9 ნოემბერს დააანონსა, შედეგად მათი გათვლებით წამლის ღირებულება 40%-ით უნდა გაიაფდეს. რამდენად რეალისტურია ფასების 40%-ით კლება და რა იცის ბიზნესმა ახალ კანონზე?
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები