მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შედეგს მოიტანს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში?

BM.GE
21.05.20 10:46
1979
საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების განხილვის რეჟიმშია. მხარდაჭერა პროექტმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტისგან უკვ მიიღო. თავის მხრივ ცვლილებები როგორც კერძო სექტორისთვის, მათ შორის ტურისტული კომპანიებისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის, ექვსი თვის განმავლობაში, საგადასახადო შეღავათებს აწესებს.

ამავე დროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია, ჯერჯერობით, 78 000 დასაქმებულმა მოითხოვა. უწყება დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დროულად წარმოადგინონ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები. კერძოდ, უწყება დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

სტუმარი: კახა რუხაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი, ხელმძღვანელი და KPMG Georgia-ს მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები