მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები უმაღლეს განათლებაში?

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამებიც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ბიზნესის ადმინისტრირების გარდა, ეტაპობრივად სხვა პროგრამებსაც მიეცემათ და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

სიახლეს პოზიტიურად აფასებს კერძო სექტორი. უნივერსიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 3 წლიან პროგრამებზე გადასვლა მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტი ევროპელი ტურისტი მოიზიდონ. რა გავლენა ექნება ცვლილებებს უმაღლესი განათლების სისტემაზე?

სტუმარი: შალვა ტაბატაძე - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები