თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივანზე ავტობუსის ზოლების მოწყობას გეგმავს. როგორც გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ განაცხადა დიდი დიღმიდან გამოსვლა ჭირს, ამიტომაც საჭიროა, გარკვეული ღონისძიებები.
შესაბამისი დავალება კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს მისცა, რათა დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.
თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, დიდი დიღომი, შესაძლოა, ქალაქის ცენტრს ტრამვაით დაუკავშირდეს. 80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ალტერნატიულ სცენარზე, რომლითაც დიდი დიღმის ცენტრალურ უბნებთან დაკავშირების გეგმები არსებობს. კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით სატრანსპორტო კვანძების განვითარება აუცილებელია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ 2042 წლამდე დიდი დიღმის მოსახლეობა 54.6%-ით გაიზრდება.
რამდენად განტვირთავს მოძრაობას გელოვანისა და აღმაშენებლის გამზირებზე ბასლეინების მოწყობა?
სტუმარი: მევლუდ მელაძე - "საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტი;