მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვა?

თბილისის მერია, 2024 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება, M2 და N1 მოძრაობა კი დასაშვები რჩება. 

შეზღუდვა დილის საათებში 8-დან 11 საათში პერიოდს და საღამოს 17-დან 20 საათამდე შუალედს მოიცავს და არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირას და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გადაადგილების შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მუნიციპალური/სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებს, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთვნილ საინკასაციო ტრანსპორტს; არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის/ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტს. ტურისტული დანიშნულების ტრანსპორტი ქალაქში მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით და გრაფიკით იმოძრავებს. 

2024 წლიდან ასამოქმედებელი ცვლილებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო განმეორებითი და ყოველი მომდევნო დარღვევა 3 000 ლარია ჯარიმას ითვალისწინებს.

რას შეცვლის გადაწყვეტილება საცობების და მეორე მხრივ ბიზნესის ოპერირების კუთხით?

სტუმარი: ირაკლი როსტომაშვილი - არქიტექტორი, „არსის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები