მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის FMCG სექტორში უმსხვილესი კონცენტრაცია?

საქართველოს პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ბაზარზე მნიშვნელოვანი გარიგება განხორციელდა. საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გასცა თანხმობა შპს "დეილის" მიერ "რითეილ ინვესთმენთის", ანუ "მაგნიტის" 100%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე. ხოლო მეორე შემთხვევაში „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენა განხორციელდა. შედეგად შეიქნა უმსხვილესი გაერთიანება, რომლის მმართველობა ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ჯგუფის დამფუძნებლებითა და პროფესიონალი წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

“დეილი ჯგუფი”, საცალო ვაჭრობის სფეროში, წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიცაა: ,,დეილი”, ,,სპარი”, ,,იოლი”, ,,კალათა”, ,,მაგნიტი” და ,,გვირილა” და აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეილიმ ფუდმარტი, რომელიც თავად ფუდმარტთან ერთად აერთიანებდა სპარის და იოლის ცენტრებს, ამა წლის 6 აგვისტოს შეიძინა. უკვე 2 დღის წინ კი ამ ჩამონათვალს დაემატა მაგნტის ქსელიც.

ჯგუფში შემავალი ქსელური მარკეტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გააერთიანებს, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის დაახლოებით მესამედია. დასაქმებულთა რაოდენობა კი მიმდინარე მდგომარეობით 18 000-მდე ადამიანს მოიცავს.

გასულ თვეში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებდა, რომ FMCG ბაზარზე დომინანტი კომპანიები ან ჯგუფური დომინირება არ ფიქსირდებოდა და სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ სააგენტომ რამდენიმე ქსელის გაერთიანებაზე გასცა ნებართვა.

რაც შეეხება ამ გარიგებამდე არსებულ მონაცემებს ბაზარზე, საინვესტიციო ბანკები ამ ტემაზე ეტაპობრივად ანახლებენ ინფორმაციას და ერთ-ერთი ბოლო იყო თბს კაპიტალის განახლება, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ აგვისტოში ბაზრის ლიდერი იყო ნიკორა. ნიკორას წილი იყო 18.9%, მას მოჰყვებოდა ორ ნაბიჯი 18.8%-იანი მაჩვენებლით და 13.6%-ით კარფური. მეოთხე პოზიციაზე იყო სპარი 13%-ით, 9.7%-ით მეხუთეზე კი მაგნიტი.

რა შეიცვლება FMCG ბაზარზე და როგორ შეიძლება ეს აისახოს მოსახლეობაზე?

სტუმარი: ია ნადირაშვილი - რითეილ ექსპერტი, Bewise თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები