საქართველოში IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისათვის 3 წლიანი ბინადრობის მიღება ხდება შესაძლებელი. ცვლილება “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიზანიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაა.
როგორ დარეგულირდება ბინადრობის ნებართვის პროცედურა და რა შესაძლებლობები ჩნდება სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის?
სტუმარი: თორნიკე თოხაძე - ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია ITAG-ის თავმჯდომარე;


































