ხვალ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომპანია მაგთიკომის ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის, რომ კომპანია მაგთიკომი ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია და მას სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაუწესდეს, ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციაა, რომელთაც მარეგულირებლის დაკვეთით საქართველოში მობილური მომსახურების ბაზრის მოკვლევა ჩაატარეს.
იმ შემთხვევაში თუ ხვალ კომისია ექსპერტების რეკომენდაციას გაიზიარებს, “მაგთი” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორად გამოცხადდება და მას 3 ტიპის ვალდებულება დაუწესდება, მათ შორის კომპანია ვალდებული ხდება საკუთარ ქსელურ ინფრასტრუქტურაზე ვირტუალური მობილური ოპერატორები დაუშვას.
mvno ასოციაციის ინფორმაციით, აქამდე სამივე მსხვილ ოპერატორთან მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა. რას შეცვლის კომისიის შესაძლო დადებითი გადაწყვეტილება და ამით რა იცვლება ვირტუალური მობილური ოპერატორებისთვის?
სტუმარი: რატი ახვლედიანი - კომპანია Inex Phone-ის გენერალური დირექტორი;