თბილისი დღეიდან 2 დღიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეთოთხმეტე ფორუმის მასპინძელია. მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დაორგანიზებული ლედ ფორუმის სახელით ცნობილი ეს ღონისძიება, რომელსაც BMG-ე ერთდროულად რამდენიმე გადამღები ჯგუფი ესწრება. ჯანსაღი ქალაქი არ არის მხოლოდ ხედვა, ეს ჩვენი ვალდებულებაა" - თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნა. ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა და მათ შორის ისაუბრა იმ საინვესტიციო მიმზიდველობაზე რაც დედაქალაქს აქვს. რას სთავაზობენ მუნიციპალიტეტები ინვესტორებს, რა საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ქალაქებში და შეიცვალა თუ არა ინვესტორების განწყობები ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე?