საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების და ლარის კურსის გათვალისწინებით, ბოლო თვეების განმავლობაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები სტაბილურია. შესაბამისად, რითეილ და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ წინასაახალწლოდ პროდუქცია არ გაძვირდება. უფრო მეტიც, ქსელური სუპერმარკეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, წელს მომხმარებელს წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე განსაკუთრებული ფასები და წინასაახალწლო შეთავაზება დახვდებათ. რა ტიპის პროდუქტებზე და როდემდე გაგრძელდება ფასდაკლებები?