პროექტის, რომელიც ბათუმში კუნძულზე საქართველოსთვის სრულად ინოვაციური სივრცის განვითარებას გულისხმობს მთავარი ინვესტორი ამბასადორი ჯგუფია, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ მასშტაბიდან გამომდინარე ჯგუფი ინვესტირების საკითხს ისტორიულ ჭრილში განიხილავს და მიუხედავად იმისა რომ პირველი მულტიფუნქციური შენობის განვითარება თავად დაიწყეს, საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან ერთად შექმნილი გენერალური გეგმით კი ერთიან კონცეფციაზე მორგებულ პროექტებს ორი მსხვილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ინვესტორი უკვე ჰყავს. გოჩა კამკიას ინფორმაციით, ეს მიწის ნაკვეთები არის განკარგული და უახლოეს პერიოდში საკადასტრო ერთეულებზე მსხვილი შენობა-ნაგებობის, გამორჩეული კონცეფციით განვითარებას დაიწყებენ.


































