ამსტერდამში კანაფი თითქმის ადგილობრივ კულტურას მიეკუთვნება. ახალი მუზეუმით ნიდერლანდების დედაქალაქში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე არსებული მარიხუანას სახეობების გამოყენების წესებზე ინფორმაცია მიიღოს.
მუზეუმში გამოფენილია კანაფით დამზადებული სხვადასხვა სახის პროდუქციაც. ვიზიტორებს მცენარის სამედიცინო კუთხით გამოყენებაზეც მიაწვდიან დეტალურ ცნობებს.

ამას გარდა, მარიხუანის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობენ: ადგილზე კანაფის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას დეტალურად შეიტყობთ.

მუზეუმში გამოფენილი ინტერაქტიული და ვიზუალური ინსტალაციები, რომელიც ხელოვნებასა და მეცნიერებას აკავშირებს, ადგილობრივმა კრეატივის სააგენტომ Sober Industries-მა და ჰოლანდიელმა ხელოვანმა მოსი გიანტიმ ერთობლივად შექმნეს.

























