ქართველ ტუროპერატორებს შესაძლებლობა ეძლევათ მათი ტურისტული პაკეტები ბულგარეთის საელჩოს მიაწოდონ.
როგორც bm.ge -ის ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი თამარ ლილუაშვილმა განუცხადა, 5 ივლისს ბულგარეთში დაგეგმილია პრეზენტაცია სახელწოდებით - “გაიცანი საქართველო”, რომელსაც ბულგარეთში მოქმედი ტუროპერატორები, სასტუმროები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრებიან.
“ამ პრეზენტაციაზე წარსადგენად კარგი იქნება ქართველი ტუროპერატორებისგან თუ მივიღებთ ინფორმაციას მათი ტურისტული პაკეტების შესახებ. ფაქტია, დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიმართულების ტურიზმის კუთხით, მათ შორისაა რელიგიური ტურიზმი“ - აცხადებს ლილუაშვილი, რომელიც ბულგარეთის პატრიარქის შემდეგ ციტატას იშველიებს: „Bulgarian Orthodox Church will put Georgia’s holy places on the list of sites to visit to promote religious tourism“ - Patriarch of Bulgaria Neophyte).
როგორც ლილუაშვილი bm.ge-თან აცხადებს, ბულგარეთში ასევე მაღალია ინტერესი ღვინისა და გასტრომონიული ტურიზმის მიმართულებით.

























