მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს “ენმედიცი” პაციენტებს ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ?

BM.GE
29.05.23 10:27
205
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა რიცხვი საკმაოდ მაღალია, თუმცა ბოლო მონაცემებით, ყველაზე გავრცელებულს შორის შეგვიძლია გამოვყოთ:
ენდემური - იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ძირითადად იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც წყალში, ნიადაგსა და საკვებში იოდის ნაკლებობაა. 
დიფუზური - ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული და თუ პაციენტს არ აღენიშნება ჰორმონული დარღვევები, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს;
კვანძოვანი - როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მასში კვანძების გაჩენის გამო. კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისევე ავთვისებიანი.


თითოეულს განსხვავებული მიმდინარეობა და საჭიროება ახასიათებს.ხშირ შემთხვევაში ოპერაციის აუცილებლობაც განიხილება და ამ მხრივ სხვათა შორის საქართველოდან პაციენტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხარჯებს ხშირად სწევენ. თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ლოკალურად მაღალი ხარისხის მიღება ყოველთვის შეუძლებელია. 2018 წლიდან კლინიკა ენმედიცში ფარისებრი ჯირკვალზე ოპერაცია კანზე კვეთის გარეშე ტარდება. როგორ ხდება ეს რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდით მკურნალობის ამ ეტაპს და პაციენტებისთვის მითუმეტეს?

სტუმარი: ნათია ქათამაძე - "ენმედიცის" ენდოკრინოლოგი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები