„ერასმუსი სკოლებში“ - ამჯერად პროგრამის წარმომადგენლები სურვილის შემთხვევაში საჯარო სკოლებს ეწვევიან და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საზღვარგარეთ სწავლების შესაძლებლობაზე მიაწვდიან ინფორმაციას. სკოლის მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ როგორც ქართველი ერასმუსელები, ასევე საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო სტუდენტებიც. გაცვლითი პროექტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ დაინტერესებულ ადამიანისთვის ორგანიზაცია პერიოდულ ონლაინ შეხვედრებს ატარებს. მსგავსი შეხვედრა დაგეგმილია ნოემბრის ბოლოსაც. რა შესაძლებლობას იძლევა ერასმუსი და იესენი ქართველი სტუდენტებისთვის. როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა და საზღვარგარეთ სწავლება?
სტუმარი: თათია რუსიშვილი - “ერასმუსის სტუდენტური ქსელის” განათლების ოფიცერი;