მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს L I Y A და KÁSHKASH-ი ქართულ ბაზარს?

5fd78a4e87958
ლიკა გურაბანიძე
14.12.20 21:10
531

ორი ქართული ბრენდი - L I Y A და KÁSHKASH-ი პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შესაქმნელად გაერთიანდნენ. როგორც “საქმიან დილაში” KÁSHKASH-ის დამფუძნებელმა ქეთო გიორგობიანმა განაცხადა, პანდემიის პერიოდში მათთვის კოსმეტიკის დასამზადებელი ინგრედიენტების მოწოდება რთული არ აღმოჩნდა, რადგან კომპანიას მომწოდებლებთან პანდემიამდეც სტაბილური კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა მსოფლიოში შექნილი ვითარება გამოწვევა მაინც აღმოჩნდა.

“გამოწვევებს წარმოადგენს ის ვითარება, რომელიც იყო ბაზარზე და ახლაც სახეზე გვაქვს. ამაში ფინანსურად ჩვენი პარტნიორი "თიბისი ბანკი" დაგვიდგა გვერდით. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია ტუჩსაცხების ხაზი. ამჟამად 4 განსხვავებული ფერი გვაქვს.

ტუჩსაცხები ამ ეტაპზე ჩვენი ონლაინ გვერდებიდან - L I Y A და KÁSHKASH-ი არის ხელმისაწვდომი და ასევე, "თიბისი კონცეპტის" მომხმარებლებს 20%-იანი ფასდაკლება ექნებათ", - აღნიშნა გიორგობიანმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები