მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს “მეტეხის კერამიკა” ქართულ ბაზარს?

61362491a9fe0
ლიკა გურაბანიძე
06.09.21 21:00
1680

კასპის რაიონში მდებარე კერამიკული სამშენებლო მასალების საწარმო “მეტეხის კერამიკა”, 2022 წელს რუსეთში ექსპორტზე 3 მლნ ე.წ. ამოვსებული აგურის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით კაკაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში ექსპორტი კომპანიისთვის მომგებიანი ნაბიჯი იქნება. ასევე, კაკაბაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსკენ ძველ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ხელით შექმნილი ქართული აგურის გამოშვება იგეგმება.

“რთულად გავიარეთ პერიოდი, როდესაც ტოტალური შეფერხება იყო. თუმცა, პანდემიამ ჩვენთვის ის სიკეთე მოიტანა, რომ ადამიანები საკუთარ სახლებზე დაფიქრდნენ და რეგიონებში მშენებლობა დაიწყეს. შესაბამისად, ჩვენს აგურზე ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა, მომხმარებლების ქცევაც შეიცვალა, ისინი ახლა უფრო ძვირიან და ხარისხიანს პროდუქციას ირჩევენ", - აღნიშნა კაკაბაძემ.

კონკურენციას რაც შეეხება, დავით კაკაბაძის თქმით, “მეტეხის კერამიკას” აგურის გასაყიდი ფასი 90 თეთრია, ხოლო იმპორტირებულს მომხმარებელი 1.80 ლარად ყიდულობს. გამოდის ფასში მკვეთრი სხვაობაა.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს სპეციალური სასწავლო ცენტრი აქვს. ბაზარზე დასაქმების მსურველ კადრებს პერიოდულად ეძებს და შემდგომ მათ საკუთარ საწარმოში დასაქმების პერსპექტივით გადამზადებაში ეხმარება. ამასთან, ამჟამად კომპანია კალატოზების კლუბს აყალიბებს, სადაც, ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობები დაიგეგმება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია წარმადობის გაზრდას გეგმავს. როგორც "მეტეხის კერამიკაში" აღნიშნავენ, წელს ჯამურად 10 მლნ აგურს წარმოება იგეგმება, ხოლო 2022 წელს ეს რიცხვი 16 მლნ-ით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები