მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს მომხმარებელს ახლად გახსნილი Georgian Collective Store?

ყანჩაველი

სექტემბერში თბილისში ბავშვებისა და ტინეიჯერების სამოსის კონცეპტუალური მაღაზია Georgian Collective Store გაიხსნა, რომელიც ქართული ბრენდებისა და სტარტაპების პროდუქციას აერთიანებს - ამის შესახებ BM.GE-სთან სამკერვალო Uniformal-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა, ცაგო ყანჩაველმა ისაუბრა.

როგორც ყანჩაველი განმარტავს, მაღაზიაში საკმერვალო Uniformal-ის პორტფოლიოში შემავალი უკვე ცნობილი და ახალი ბრენდების ტანისამოსი იყიდება, რომლებიც, ძირითადად, ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზეა მორგებული. ამასთან, მაღაზია თავის სივრცეს სხვა ადგილობრივ წარმოებებსაც უთმობს.

"Kids and Teens Georgia - ს წამოწყებას წინ უძღვის სხვადასხვა ბრენდის განვითარებაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი პორტფოლიო აერთიანებს საქართველოში და საზღვარგარეთ უკვე დამკვიდრებულ და რამდენიმე სტარტაპ ბრენდს: Kanchaveli - ტანსაცმლის და აქსესუარების პრემიუმ ბრენდი, Kancha Kids - ბავშვების ტანსაცმელი და აქსესუარები, Qudbediani - ახალგაზრდული ტანსაცმელი და აქსესუარები, Sansa’s Pets - აქსესუარები შინაური ცხოველებისთვის და Georgian Spirit - ტურისტული სუვენირები და ტანსაცმელი.

პორტფოლიოში შემავალი ყველა ბრენდის პროდუქციის წარმოება ხდება ჩვენს მაღალტექნოლოგიურ საწარმოში Uniformal, რომელიც ჩვენი ბრენდების გარდა სხვადასხვა კომპანიის საჭიროებებზეც ზრუნავს. გამოცდილებაზე დაყრდნობით, გავხსენით მაღაზია Georgian Collective Store, სადაც ჩვენი და სხვა ქართველი მწარმოებლების მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი", - ამბობს ცაგო ყანჩაველი.

ბარნოვის N41-ში გახსნილ კონცეპტუალურ მაღაზიაში, Uniformals-ის ბრენდებთან ერთად, "ქარგეს", Atom Kids-ისა და Gnomo-ს პროდუქციაც ხვდება.

დამფუძნებლის განმარტებით, ყანჩაველის დიზაინების შეძენა ონლაინ პლატფორმებზეცაა შესაძლებელი, შოურუმში კი ბაზარზე არსებული ტენდენციების შესაბამისი კოლექციაა წარმოდგენილი.

"ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე შეგხვდებათ. პორტფოლიოდან რამდენიმე ბრენდი (Kancha Kids, Qudbediani, Sansa’s Pets, Georgian Spirit) ჩვენს ახლად გახსნილ მაღაზიაში იყიდება. მომხმარებელს აქ დახვდება მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა ასაკისთვის, ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შესაბამისი ტანსაცმელი თუ აქსესუარი. გვსურს, რომ მაღაზიაში შემოსულ მყიდველს საინტერესო დიზაინის მაღალხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ და გვაქვს ამბიცია, რომ თითოეული ჩვენს მიერ დამზადებული ნიმუში იყოს ინდივიდუალური და არ მეორდებოდეს.

ბაზარზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომხმარებელს შედარებით დაბალ ფასიან პროდუქციასაც ვთავაზობთ. საშუალოდ, ფასები 70-დან 400 ლარამდე მერყეობს", - განმარტავს ცაგო ყანჩაველი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას Georgian Collective Store-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანია ამჟამად ცნობადობის გაზრდაზე მუშაობს, რის შემდეგაც კოლექციების გატანა ევროპისა და ამერიკის შოურუმებშიც იგეგმება.

ყანჩველის თქმით, Georgian Collective Store-ის გასახსნელად საწყისმა ინვესტიციამ ₾180 000 შეადგინა, რაც სამკერვალოს გადაიარაღებს, კვალიფიციური კადრების დამატებას და ტექსტილისა და აქსესუარების იმპორტირებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები