მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს მომხმარებლებს განახლებული soplidan.ge?

60112a9bee9a9
BM.GE
27.01.21 13:00
934

თიბისის ბიზნეს დაჯილდოვებაზე ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“ ონლაინ მაღაზია soplidan.ge-მ გაიმარჯვა და სამი შესაძლო საჩუქრიდან ვებ-გვერდის განვითარება აირჩია. 

soplidan.ge-ის დამფუძნებელმა, ნათია ნინიკელაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ განახლებული ვებ-გვერდი 1 კვირაა გაუშვეს და ელექტრონული მაღაზიის საშუალებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა მეტად გამარტივდა.

ნათია ნინიკელაშვილმა აღნიშნა, რომ ვებ-გვერდის ახალი დიზაინი მომხმარებლებზეა მორგებული და ის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. 

“ელექტრონული კომერცია მუდმივ განახლებას და ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას ითხოვს, ჩვენი ვებ-გვერდის განახლება უნდა მომხდარიყო და თიბისი სწორედ ამაში დაგვეხმარა. ეს დიზაინი სპეციალურად soplidan.ge-ისთვის შეიქმნა და მოხმარებლის რეგისტრაცია ძალიან გამარტივებულია, პროდუქციის შეძენა ერთი ხელის მოსმით არის შესაძლებელი. ახალი დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჩვენს მომწოდებლებზე მეტი შეიტყოს. გვერდზე ჩვენი ფერმერების ისტორიებს ნახავთ, ასევე იმას, თუ როგორ მოდის პროდუქცია მომხმარებლამდე. მყიდველმა იცის, სად მოდის მოსავალი, ვის მოჰყავს და როგორ მიდის კონკრეტულ პირამდე”, - აღნიშნა ნინიკელაშვილმა. 

soplidan.ge-ს დამფუძნებლის თქმითვე, კომპანია იზრდება და ვითარდება, სწორედ ამიტომ მუდმივ სიახლეებს მოითხოვს. შესაბამისად 2021 წელს კომპანიის გეგმებიც დიდია. 

“soplidan.ge-ს გუნდი და ასორტიმენტი გაიზარდა, ახალი მომწოდებლები გამოჩდნენ. ამჟამად 400 ფერმერი გვყავს, რომლებიც დღეს სხვადასხვა პროდუქციით გვამარაგებენ. ჩვენ მიტანის მსხვილ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და ახალი კომპანიების ათვისებასაც ვგეგმავთ. თებერვალში ჩვენი აპლიკაციის ჩამოტვირთვაც გახდება შესაძლებელი. მიმდინარე წელს შოურუმის შექმნას ვგეგმავთ, იმ მომხმარებლისთვის, ვინც ონლაინ პროდუქციის ყიდვას ვერ ბედავს” - განაცხადა ნათია ნინიკელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები