მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს "თბილისი მედიკი" მომხმარებელს?

BM.GE
27.11.20 11:23
724
დიაგნოსტირება, პროგნოზირება, მენეჯმენტი - არ არსებობს სფერო თუ ეტაპი მედიცინაში, სადაც მაღალი ტექნოლოგიების როლი არ არის გათვალისწინებული და ინკორპორირებული. დიდი დრო ეთმობა იმ გადაწყვეტილებებსაც, როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე ჰოსპიტლების მხრიდანაც, ღირს თუ არა კონკრეტულ ტექნოლოგიაში ინვესტირება და რამდენად კონკურენტულია ის ფასი და რაც მთავარია ხარისხთან შესაბამისია, რამაც სწორედ ეს პროცესები და ეტაპები უნდა გაამარტივოს და საბოლოო ჯამში, ყველასთვის უკეთესი შედეგი მოიტანოს.

bmg გაცნობთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს, საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება დააგორვა და ამ ეტაპზეც შოურუმში 3000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი აქვს წარმოდგენილი. მათ შორის ექოსკოპიის აპარატები, ანალიზატორები, ლაპარასკოპიული აპარატურა, პაციენტის დაკვირვების მონიტორები, ელექტროკარდიოგრაფები, ლინეომატები, პულსოქსიმეტრები, სუნთქვის და სანარკოზე აპარატები, ფუნქციონალური საწოლები, ინსტრუმენტების მაგიდები, შირმები, შტატივები, გასასინჯი და საოპერაციო მაგიდები, განათებები და ბევრი სხვა მსგავსი ტიპის პროდუქცია - ყველაფერი, რაც კოვიდ-პანდემიის დროსაც და მის მიღმაც აუცილებელია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

ეს არის კომპანია თბილისი მედიკი, რომელიც საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს და ჯანდაცვის მხარდაჭერას მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შეთავაზების გზით ცდილობს და ახერხებს კიდეც. რა შეცვალა კომპანიისთვის კოვიდ-19-მა?

სტუმარი: გიორგი რუსიტაშვილი - "თბილისი მედიკის" გენერალური დირექტორი
 
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები