მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს თემურ ჭყონია ბიზნესს?

5e43e3752cac0
ინგა მურუსიძე
12.02.20 15:36
4533
„მაკდონალდს საქართველო“ საერთაშორისო კომპანია HAVI ლოგისტიკთან გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებს. კერძოდ, HAVI უზრუნველყოფს „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას.

ამასთან დაკავშირებით კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც ესწრებოდა.

„ჩემი აზრით, დღეს ქართულ ეკონომიკაში სერიოზული თემა ხდება, რადგან ლოგისტიკური საწყობი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ოპერირებას იწყებს. ეს არის უცხოური კომპანია, რომელიც ამარაგებს უკვე 32 ათას რესტორანს მსოფლიოში. ეს ტერიტორია და საქართველო გამოჩნდება ლოგისტიკურ რუკაზე მსოფლიოში. ეს კი საშუალებას მოგვცემს, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა პროდუქცია, რაც არის „მაკდონალდსში“. მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ვთავაზობთ ბიზნესს, თუ ისინი აწარმოებენ „მაკდონალდსის“ დონის ნებისმიერ პროდუქციას, შეუძლიათ აქ დაუკავშირდნენ უცხოელ მწარმოებლებს, მოიტანონ პროდუქცია და შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოხვდნენ. ადგილობრივ ბიზნესმენებს ეძლევათ შანსი, რომ არ ეძებონ მომხმარებლები მსოფლიოში“, - განაცხადა ჭყონიამ.

ცნობისთვის: HAVI ლოგისტიკი წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც უზურნველყოფს წამყვანი ბრენდებისათვის ლოგისტიკურ მომსახურებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. ის დაფუძნებულია 1974 წელს და აერთიანებს 10 000 მდე დასაქმებულ ადამიანს.

შეგახსენებთ: თბილისში, „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გასული წლის გაზაფხულზე გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები