მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს „წავკისი პარკი“ მომავალ მობინადრეებს? - პროექტი „წავკისი ველის“ ბოლო ფაზაა

წავკისი

თბილისიდან 7 წთ-ის სავალზე, წავკისში, 12 ათასს კვ.მ-ზე ახალი საცხოვრებელი უბანი შენდება. "წავკისი პარკი“ – „წავკისი ველის“ კიდევ ერთი ახალი პროექტია, რომელიც პირველ ეტაპზე 20 თანამედროვე თაუნჰაუზს გააერთიანებს და მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდინციით ჩაჰბარდებათ.

პროექტი დასრულებულ „წავკისი ველის“ ტერიტორიაზე შენდება, რაც ნიშნავს უკვე მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას და გამწვანებულ გარემოს.

"ჰორიზონტ კაპიტალის" მმართველი პარტნიორის გეგი ვასაძის თქმით, პროექტის პირველი ფაზა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

„ეს არის „წავკისი ველის“ ბოლო ფაზა, ამით პროექტი სრულად დასრულდება. თბილისიდან 7 წთ-ს სავალზე მდებარე პროექტი კომფორტულია მოსახლეობისთვის. ეს არ არის საზაფხულო ადგილი, ის გახლავთ მუდმივი საცხოვრებელი. სიმაღლე არის 820 მეტრი ზღვის დონიდან, რომელიც ასევე იდეალურია ცხოვრებისთვის. პროექტი პირველ ეტაპზე მოიცავს 20 თაუნჰაუზს.

ამ პროექტის დაგეგმვისას ჩვენ, ჩვენი 14 წლის გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენეთ, მივედით იქამდე, რომ ყველა ის მოთხოვნა რაც ადამიანს აქვს საკუთარი სახლის ქონის დროს, ეს ყველაფერი ჩავტიეთ 240 კვ-ში. ეს გულისხმობს 4 საძინებელს, დამატებით ყველა სახლს აქვს დიდი ტერასა ბოლო სართულზე, სადაც განთავსებულია აუზი და საიდანაც იდეალური ხედები იშლება მთელს თბილისზე. ასევე ყველა სახლს აქვს თავის ზამთრის ბაღი, რომელიც დაკავშირებულია სამზარეულოსთან.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, „წავკისი ველს“ აქვს საკმაოდ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რაც არის მაგალითად გამშვები პუნქტი, რომელიც არეგულირებს სტუმრების შესვლა გასვლას პროექტში, ასევე არის რამდენიმე გამწვანების ზოლი.

ამას გარდა თავად „წავკისი პარკის“ სახელიც იქიდან მოდის, რომ უშუალოდ მას წინ აქვს 5000 კვ.მ გამწვანებული ზოლი, რომელი იქნება სრულად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურით, ბავშვებისთვის განკუთვნილი სპორტული მოედნებით, სასეირნო ბილიკებით და ა.შ.

ვადებს რაც შეეხება, რკინა-ბეტონის სამუშაოებს ვასრულებთ 1,5 თვეში, პირველ ფაზა კი სრულად დასრულდება სექტემბერში. ვაბარებთ რა თქმა უნდა მწვანე კარკასით, რაც გულისხმობს ევროპული წარმოების ალუმინის კარ-ფანჯარას, გაყვანილობის სრულ სისტემებს. დამატებით ბენეფიტია „სმარტ ჰაუსის“ ფუნქცია, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დისტანციურად მართოს მთლიანად სახლი ფარდის გადაწევიდან, გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა-გამორთვით დასრულებული,“ - განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას გეგი ვასაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები