მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს ველი ბიზნესი წელს კომპანიებს?

ახალ წლამდე ჯერ კიდევ ორთვე-ნახევარია, თუმცა საქართველოში მოქმედი ბიზნესები, ზუსტად რომ ოქტომბრიდან იწყებენ კორპორატიული საჩუქრებისთვის, იდეების გენერირებას, ფიქრს, დაგეგმვას. სწორ დროს რომ სწორ ადგილას გამოჩნდები, ეს დაისახეს ველის გუნდში და აგერ, წინასაახალწლო სამზადისისთვის, ველი ბიზნესში უნივერსალური გამოსავალი მონახეს, ყველა იმ შემთხვევისთვის, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ან პარტნიორებისთვის საჩუქრების გაგზავნა გსურს. 50 000-მდე უნიკალურ პროდუქტს შორის ნებისმიერი ინტერესის ადამიანისთვის მოიძებნება საჩუქარი, რომლის სასაჩუქრედ შეფუთვას, ინდივიდუალურ წერილსა და მიწოდებას ველი ბიზნესი უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით საახალწლოდ ველი ბიზნესი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას თანამშრომლებისთვის საჩუქრების ჩუქების სრულ პროცესზე დახარჯული დრო მინიმუმამდე დაიყვანონ.

ველი ბიზნესი VELI.store-ის კორპორატიული მიმართულებაა, რომელიც 2023 წლის თებერვალში შეიქმნა, რათა შოპინგის საუკეთესო გამოცდილება, საცალო სეგმენტის მომხმარებლების შემდეგ, ბიზნესებისთვისაც შეეთავაზებინა.

სტუმრები: არჩილ ფირიაშვილი - "ველის" CEO;

ბექა ტაბატაძე - "ველის" ბიზნესის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები