ციფრულ სამყაროში, ადამიანებთან დაკავშირება თითქოსდა პრობლემას აღარ წარმოადგენს. მაგრამ რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, რომ არ უნახავთ ან უპასუხოდ დაუტოვებიათ ჩვენი შეტყობინება ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობთ, თუმცა გარკვეული მიზნით მათთან დაკავშირება საჭიროა. გამოდის, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულად ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია მიწერა, ხმის მიწვდენა, შესაძლოა ისეთი მარტივი არ აღმოჩნდეს, როგორც ეს გვეგონა. სწორედ ამ რეალობას ცვლის ახალი ქართული, თუმცა გლობალურ ბაზარზე გათვლილი აპლიკაცია – Ally, რომელიც სასურველ პირებთან უახლოესი საერთო ნაცნობების გამონახვასა და მათი შუამავლობით მათთვის ხმის მიწვდენაში გვეხმარება.
სტუმარი:
ლევან ლაშქარავა - Angel, ინვესტორი;