მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას წარმოადგენს BRICS-ის ახალი განვითარების ბანკი?

NDB

ინდონეზია BRICS-ის მიერ შექმნილ ახალი განვითარების ბანკში (NDB) გაწევრიანებას გეგმავს, რაც ქვეყანას დამატებითი კაპიტალის, დაფინანსების და ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას მისცემს.

New Development Bank-ის მიზანი წევრი ქვეყნების დაფინანსება, სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელება და ბენეფიციარ ქვეყნებში BRICS-ის პოლიტიკის გატარებაა. თავისი შინაარსია და სტრუქტურით, ის მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და EBRD-ის ანალოგია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მისი დამფუძნებლები BRICS-ის წევრი ქვეყნები არიან, ანუ: ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამროები.

როგორც ცნობილია, NDB-ის საწესდებო კაპიტალის მოცულობა $50 მილიარდს შეადგენს და მას უკვე გაცემული აქვს $100 მილიარდის სესხები. ამასთან, ბანკის საბრუნავი კაპიტალის მოცულობა იზრდება და ის თანხას ძირითადად აზიურ და აფრიკულ სახელმწიფოებში აბანდებს.

მართალია, ბანკის ძირითადი დანიშნულება დამფუძნებლებისათვის სარგებლის მიღებაა, თუმცა მისი მთავარი მიზანი უფრო მეტად გეოპოლიტიკურია და ის BRICS-ისთვის საინვესტიციო ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ჩინეთს და მის მოკავშირეებს მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაფართოების საშუალებას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები