მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას წარმოადგენს ილონ მასკის ახალი ხელოვნური ინტელექტი - Grok 3?

Grok

ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება და ილონ მასკის კომპანია xAI ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ინოვაციური მოთამაშეა. მისი ახალი პროდუქტი - Grok 3 წარმოადგენს AI-ჩატბოტის უახლეს ვერსიას, რომელიც კონკურენციას უწევს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა: OpenAI-ის ChatGPT; Google Gemini და Anthropic Claude-ი.

ილონ მასკის განცხადებით, Grok 3-ს გაუმჯობესებული ენობრივი დამუშავების ალგორითმი და მეტი ლოგიკური კავშირი აქვს. გარდა ამისა, მას წვდომა აქვს განახლებულ ცოდნის ბაზასთან, რომელსაც ის გამოთვლის პროცესში იყენებს. აგრეთვე, მას მომხმარებლისთვის პერსონალიზაცია შეუძლია, ანუ ის მომხმარებლის ხასიათს და პარამეტრებს ერგება. მასკის თქმით, Grok 3-ს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და მას სისხარტეც გამოარჩევს.

ChatGPT-ისგან განსხვავებით, xAI ამტკიცებს, რომ მისი ჩატბოტი ნაკლებად ცენზურირებულია და უფრო ბუნებრივი დიალოგის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ Grok 3-ით უშუალოდ X პლატფორმაზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე, რაც მას კონკურენტებისგან გამოარჩევს.

Grok 3-ს ამჟამად მხოლოდ X Premium-ის გამომწერები იყენებენ. ეს კი ნიშნავს, რომ თუ გსურთ მისი გამოცდა, მაშინ X-ის ფასიანი სერვისის გამომწერი უნდა გახდეთ.

მართალია, Grok 3 სწორედ ახლა გამოვიდა, თუმცა xAI-ის გუნდი უკვე მუშაობს Grok 4-ზე, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილი და მძლავრი იქნება. ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე, იზრდება xAI-ის შეფასებაც, როგორც ცნობილია, მომდევნო საინვესტიციო რაუნდში ილონ მასკის სტარტაპის კაპიტალიზაცია $75 მილიარდს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები