გუშინ, 24 იანვარს, გამოსახლების პროცესი იყო დაგეგმილი დადიანის N259-ში, სადაც 48 წლის მარიამ კაკიაშვილი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. დადიანის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, ადვოკატი, მარიკა არევაძე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბოლო წლებში გახშირებულ ნასყიდობა-გამოსყიდვაზე წერს და განმარტავს, რა განსხვავებაა სესხის ხელშეკრულებასა და ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას შორის. როგორც მარიკა არევაძე აღნიშნავს, ამ ორ ხელშეკრულებას ორი განსხვავებული იურიდიული შედეგი აქვს.