თიბისი ბიზნესისთვის რუბრიკის ფარგლებში, საქმიანი დილას სტუდიიდან პროექტ ენთების ჰაბზე უნდა მოგიყვეთ, რომლის გახსნითი ღონისძიებაც 20 სექტემბერს არის ჩანიშნული. კომპანია ენთები ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველთვიურად 600-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. მომხმარებლების დიდი ბაზიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა ბიზნეს-ჰაბი ექსკლუზიურად მისი პარტნიორი კომპანიებისთვის. ბიზნეს-ჰაბის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულნი იქნებიან „ენთები“-ს 600-ზე მეტი, პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, რაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ შესაძლებლობას შეუქმნის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი გამოცდილებების ერთმანეთში გაზიარებისა და ახალი საქმიანი პარტნიორების შეძენის მიმართულებით.
სტუმრები: თათა კახიძე - პროექტი ,,ენთების ჰაბის" ორგანიზატორი;
მარიამ კახიძე - კომპანია ,,ენთების" კომერციული დირექტორი