სამშენებლო-დეველოპერულ ინდუსტრიას ახალი კომპანია - ფიგურები შეემატა . ფიგურები ჰოლდინგ იბერკომპანის მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომელიც პირველი პროექტის განხორციელებას უკვე შეუდგა თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.
ფიგურების ოფიციალური პრეზენტაცია 19 დეკემბერს, 17 საათზე, სასტუმრო ჰილტონში შედგება. მოწვეული სტუმრებისთვის, მედიისა და პარტნიორებისთვის დამფუძნებლები და მმართველი გუნდი პირველ პროექტს წარადგენს, რომლის საერთო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარია.
პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ფიგურები ჯიქიაზე 27 სართულს, 500-მდე ბინასა და კომერციულ თუ საოფისე ფართებს აერთიანებს. „ფიგურების“ იდეოლოგია და არტ-მიმართულება „Bauhaus“-ის პრინციპებს იზიარებს, რაც ბრენდის კონცეფციისა და შეთავაზებების ჩამოყალიბებისას ინსპირაციად იქცა და სახელის იდეაც აქედან წამოვიდა.
სტუმრები: თინა ენუქიძე - „ფიგურების“ ბიზნესის განვითარების ლიდი;
ანი გაგუა - „ფიგურების“ კომერციული დირექტორი;
ლევან დიასამიძე - ჰოლდინგ „იბერკომპანის“ გენერალური დირექტორი;