ციხისძირში შავი ზღვის პირველ ზოლში 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შენდება, ბათუმიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში, "პეტრა სი რეზორტი" მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა და პროექტი, რომელიც ერთ კილომეტრამდე ზოლს მოიცავს მშენებლობას იწყებს.
კომპლექსი რომელიც 42 შენობას მოიცავს რეზორტის 30%-ს დაიკავებს და კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონებია გათვალისწინებული. ტერიტორიაზე სასტუმროების, ბრენდული რეზიდენციების, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, რესტორნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას უზრუნველყოს საერთაშორისო კომპანია VALOR HOSPITALITY.
VALOR HOSPITALITY სასტუმროების მართვაში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ატლანტაში მდებარეობს და მისი პორტფელი დიდ ბრიტანეთში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, დსთ-სა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში 90-ზე მეტ სასტუმროსა და რეზორტს მოიცავს.
როგორი იქნება პროექტი და როგორ შეირჩნენ პარტნიორები?
სტუმრები: თინათინ კალანდარიშვილი - "პეტრა სი რეზორტის" პროექტის ხელმძღვანელი;
მაიკლ პოუნოლი - Valor Hospitality Partners-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;