მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს სერვისი “ვოლტ დრაივი”?

ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით, რომ არაერთი ტრადიციული სავაჭრო ობიექტი საკუთარი ონლაინ ვაჭრობის არხების განვითარებას იწყებს, თუმცა, ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმოება არც ისე მარტივია, როგორც ეს შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს და მისი წარმატება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი და მუდმივი ხელმისაწვდომობა, ასევე კონკურენტული ფასები, სააქციო შეთავაზებები და ბოლოს, რა თქმა უნდა სწრაფი და მოხერხებული სერვისი, მათ შორის მიტანის სერვისი. ეს უკანასკნელი ონლაინ ვაჭრობის ობიექტებისთვის აქილევსის ქუსლია, რადგან სწრაფი და ეფექტიანი მიწოდების სერვისის შექმნა არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. სწორედ ამ სირთულეების გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive - ვოლტის ახალი სერვისი ონლაინ ბიზნესებისთვის, რომელიც სავაჭრო ობიექტებს უსწრაფესი მიტანის სერვისის უზრუნველყოფას სთავაზობს. Wolt Drive ევროპის ქვეყნებში უკვე ფუნქციონირებს და ახლა ის საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

სტუმარი: მიშა წითლიძე - "ვოლტ დრაივის" ბიზნეს მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები