ქართული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტარტაპი NODI არის პერსონალიზებული სწავლების პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გამოცდილებას სთავაზობს. პლატფორმა მოსწავლესთან ინტერაქციის საფუძველზე ადგენს მის საწყის ცოდნის დონეს, ავლენს ცოდნაში არსებულ ხარვეზებს და სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით სთავაზობს პერსონალიზებულ სასწავლო მასალებს, დავალებებსა და განმარტებებს.
სტუმარი: ქეთი ბურდული - NODI, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი


































