მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ცვლის ბუნებრივ აირზე კომერციული ტარიფის შემცირება ბიზნესისთვის?

სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით მცირდება. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განაცხადეს. "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, "სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში კი ახალი ტარიფი სექტემბრიდან 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება. 

ბუნებრივ აირზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის შემცირების მიზეზი მისი შესასყიდი ღირებულების შემცირებაა. უცვლელი რჩება მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც "სემეკის" მიერაა დადგენილი. რას შეცვლის ბუნებრივი აირზე ხარჯის შემცირება ბიზნესისთვის?

სტუმარი: სანდრო რატიშვილი - გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები