მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას თხოვენ ანაკლიის საერთაშორისო კრედიტორები მთავრობას - 8-პუნქტიანი მოთხოვნები

5c98f1a33f3b9
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.19 19:39
1192
BMG-იმ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გამოითხოვა ის რვა ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სახელმწიფოს უყენებენ.

კონსორციუმის მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, თითოეული ეს მოთხოვნა მათთვის პროექტში ინვესტირების რისკების შემცირებას ემსახურება.

აღნიშნულ პუნქტებზე სახელმწიფომ და კრედიტორებმა აპრილის დასაწყისში უნდა იმსჯელონ. როგორც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ასახელებს სახელმწიფოსთვის ყველაზე პრობლემური მერვე მუხლია, რომელიც კონტრაქტის გარანტორობას გულისხმობს.


კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნა

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული
სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენონ მეორე ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი.

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი
სახლემწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში
სწორია, თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, ინვესტორი ნახავს ზარალს, ბანკებს ვერ გადაუხდის სესხს, შესაბამისად ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა აანაზღაუროს ზარალი

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი
აქ საუბარი არის უფრო ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე, ან კრედიტორის ჩანაცვლებაზე, მთავრობის პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს სესხების გადაფორმება ისეთ მხარეზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, ამას ბანკებიც ეთანმხებიან.

5. სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები
სახელმწიფოს ოქროს აქციას აქვს ძალიან ფართო უფლებები, საუბარი არის მათ შეკვეცაზე.
6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში
სწორია
7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება
ამჟამად საინვესტიციო ხელშეკრულებით ძალიან ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ეს სია უნდა გაფართვოდეს, რომ ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

8. Build–operate–transfer კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, $400 მლნ სესხი სახელმწიფომ დაფაროს კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები