მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას უკავშირდება დედაქალაქში გაცემული სამშენებლო ნებართვების მზარდი რაოდენობა? - ბიზნესის შეფასება

649311ea7a5b1
ანუკა ჯოხაძე
26.06.23 08:45
1751
"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, დედაქალაქში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემილი ნებართვები 2023 წლის პირველ 5 თვეში 120%-ით არის გაზრდილი.

თბილისის მერიის სტატისტიკის მიხედვით, წლიდან წლამდე მზარდია როგორც გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა, ისე გაცემული ნებართვების მიხედვით ფართების კვადრატულობა. თუ გასულ წელს 3 მილიონ 542 ათას 643 კვადრატულ მეტრ ფართობაზე თბილისის მერიამ თითქმის 6000 სამშენებლო ნებართვა გასცა, 2023 წლის 5 თვეში უკვე გაცემილი 2024 სამშენებლო ნებართვა, საერთო კვადრატულობა კი თითქმის მილიონ ნახევარი კვადრატული მეტრია.

კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდების ზრდას რამდენიმე მიზეზით ხსნის. შიო ხეცურიანი მიწოდების ზრდის პარალელურად უძრავი ქონების ფასის ნაწილში მნიშვნელოვან ძვრებს არ ელოდება.

“უძრავი ქონების ფასი მატულობდა შესაბამისად, ადამიანება, რომლებსაც გარკვეული სხვა გამოცდილება აქვს ჩათვალეს რომ ინვესტირება უძრავ ქონებაში საინტერესოა. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საქმე რაოდენობრივ მატებასთან გვაქვს და არა კვადრატულობის მნიშნელოვან მატებასთან.

ბაზარზე მიწოდების ზრდის განმსაზღვრელი არის არა ნებართვების რაოდენობა, არამედ ის თუ რა რაოდენობის კვადრატულობა მოჰყვება გაცემულ სამშენებლო ნებართვებს. თუმცა ყველას გვესმის, რომ ასეთი პროცენტული მაჩვენებლით მატება განსაზღვრავს, რომ მოწოდება ბაზარზე უახლოეს მომავალში გაიზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა ბაზარზე მატულობს მიწოდებაც ლოგიკურია რომ მატულობს. ამან შეიძლება თანხვედრა და ბაზრის სტაბილურობა გამოიწვიოს”, - ამბობს კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ცნობისთვის, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოყურება:

2023 (იანვარი- მაისი) 2024 (1492600 კვ.მ)
2022 - 5849 (3542643 კვ.მ)
2021- 5170(3242643 კვ.მ)
2020- 5443 ( 3113942 კვ.მ)
2019- 5440 (3269154 კვ.მ)
2018- 5045 (1864367 კვ.მ)
2017- 5241 (2866444 კვ.მ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები