მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

რას უკავშირდება FDI-ის შემცირება? - Galt & Taggart-ის განმარტება

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი იმ რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებს, რამაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გამოიწვია.

,,ინვესტიციების შემცირებას რამდენიმე ოფიციალური მიზეზი აქვს, მათ შორისაა: BP-ის გაზსადენის პროექტის დასრულება, ლარის შემცირება და რეზიდენტი კომპანიების მიერ არარეზიდენტი კომპანიების შეძენა; ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაკავშირებულია ,,ყაზტრანსგაზის” გასხვისებასთან და ასევე ,,საპარტნიორო ფონდის მიერ ,,ლიკანი-ბორჯომის” შეძენასთან”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა გადაცემა ,,საქმიან დილაში”.

მისი შეფასებით, ერთადერთი დადებითი, რაც მესამე კვარტლის FDI-ის მონაცემებშია, გადამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციების ზრდაა, რაც ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოში ხშირად არ ხდება.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ინვესტორი ქვეყნებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთადერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანა, საიდანაც ინვესტიციები გაიზარდა, სამხრეთ კორეაა, რაც მისი თქმით, ,,ნენსკრა ჰესის” პროექტს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება სხვა ინვესტორ ქვეყნებს, FDI ყველა მიმართულებიდან შემცირებულია.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 48%-ით შემცირდა და 323 მილიონი დოლარი შეადგინა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები